გორის „დილამ“ ახალი სეზონისთვის ახალწვეულები წარადგინა, მათ შორის ერთი განსაკუთრებული – შიდა ქართლის კლუბში გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი მცველი პედრო მენდეში.
მენდეშს შთამბეჭდავი კარიერა აქვს, რომელიც ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო, საიდანაც მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდში მიიწვიეს. ესპანეთიდან პორტუგალიელი მცველი იტალიისკენ დაიძრა და სერია A-ს კლუბებში, „პარმასა“ და „სასუოლოში“ ითამაშა, ბოლოს კი საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგდა და „მონპელიესა“ და „რენში“ იყო.
მენდეშს პორტუგალიის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამშები, ეროვნულ გუნდში კი ერთი მატჩი…
„დილამ“ მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მენდეშის გარდა „დილაში“ ითამშებენ მეკარე ლუკა სანიკიძე, 18 წლის განელი ნახევარმცველი ემანუელ კოფი ბოანსი და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი გიორგი კობახიძე, რომელც ბოლოს მოსკოვის ცსკა-ს ასაკობრივ გუნდში თამაშობდა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს ნაკრებში თამაში ამჯობინა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
