უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, სპორტულ წყვილებში, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე პროგრამის მსგავსად, თავისუფალ პროგრამაშიც პირველი ადგილი დაიკავეს, ორი გამოსვლის ჯამში 191.01 ქულა დააგროვეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმეს.