ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე საფეხურთო კლუბმა „გაგრამ“ რამდენი ახალი ფეხბურთეელი მიიწვია, მათ შორის ერთი გამორჩეული – გაგრელთა რიგებში ახალი სეზონიდან თორნიკე ოქრიაშვილი ითამაშებს.

ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ოქრიაშვილი დაბრუნდა კლუბში, საიდანაც დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა – 2009 წელს  გულშემატკივარმა ოქრი სწორედ „გაგრადან“ გაიცნო.

მას შემდეგ ოქრიაშვილმა არაერთ კლუბში ითამაშა და საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა, რომლის შემადგენლობაშიც 50 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.