„უდინეზე’’ გამოცოცხლდა, შინ ზედიზედ ექვსი ვერ-მოგების მერე ორჯერ გაიმარჯვა. კვირას მან 3:0 მოუგო საბა გოგლიჩიძის „ემპოლის’’. საბამ იტალიური პრესის კრიტიკა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ საიტებმა, რომლებიც ფეხბურთელებს სტატისტიკაზე დაყრდნობით აფასებენ მას უფრო მაღალი ქულები დაუწერეს ვიდრე იმ საიტებმა, რომლებიც თავიანთი შთაბეჭდილებებს ეყრდნობიან. ნაკლი შეფასების ორივე პრინციპს აქვს. აღსანიშნავია, რომ იტალიური პორტალების დამოკიდებულება გოგლიჩიძისადმი იანვრის სატრანსფერო პერიოდის შემდეგ შეიცვალა. როგორც ჩანს ქართველ მცველზე მისი „ემპოლიდან’’ წასვლის შესახებ გაძლიერებულმა ჭორ-მართალმა ძალიან იმოქმედა. ტრანსფერი ვერ შედგა, საბა კი კალაპოტიდან ამოვარდა.
აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ „უდინეზესთან’’ შეხვედრაში გოგლიჩიძე დაცვაში სხვა პოზიციაზე, შუა კაცად თამაშობდა, ახალ დავალებას კი შეჩვევა სჭირდება.
calciomercato — 5.0 ქართველ ცენტრალურ მცველს კოშმარული საღამო ჰქონდა.
pianetaempoli — 5.0 ქართველი მეტად და მეტად ემსგავსება იმ ფეხბურთელის შორეულ ნათესავს, რომელსაც სეზონის პირველ ნახევარში ასე ვეთაყვანებოდით. მას მერე, რაც სატრანსფერო ბაზრის სირენის ხმა გაისმა მან ის სხივი დაკარგა, რომლითაც გამოირჩეოდა. მას საკუთარი თავის პოვნა უჭირს. დღესაც გაუჭირდა სხარტი მეტოქეების შეზღუდვა. ყველა საჰაერო დუელი წააგო.
Tuttomercatoweb ― 5.0 ქართველ მცველს კოშმარული საღამო ჰქონდა. მან ლორენცო ლუკას ფიზიკური ძალის გასანეიტრალებლად ხერხს ვერ მიაგნო. საჰაერო ორთაბრძოლებში რეგულარულად მარცხდებოდა და კომბინაციათა წინასწარ წაკითხვაშიც ცდებოდა, რითაც მთელს დაცვას ხელს უშლიდა.
eurosport — 5.5 ინდივიდუალურად თუ მივუდგებით მას სერიოზული შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ შედეგის მიხედვით თავდაჯერებულობას კარგავს და ცუდად თამაშობს.
Flashscore-მა საბა გოგლიჩიძეს 6.8 დაუწერა, whoscored-მა 6.5, ხოლო sofascore-მა 6.9.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
