საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მარტში დაიწყებს და 17-დან 25 მარტის ჩათვლით მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი ანტალიაში ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს – პირველი მეტოქე ფინეთის 21-წლამდელთა ნაკრები იქნება, მეორის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრები პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
თურქულ შეკრებაზე გასამართი მატჩების პირდაპირი ტრანსლაციებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2027 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა 6 თებერვალს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
