ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი’’ შეიძლება რამდენიმე დღეში დაშორდნენ ერთმანეთს.
ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ცნობა სულ უფრო და უფრო მიანიშნებს ამას.
როგორც ირკვევა კვარაცხელიას გარემოცვას „პარი სენ ჟერმენი’’ დაუკავშირდა. „ნაპოლი’’ ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს საქართველოს ნაკრების გარემარბის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა და ისეთ ხელფასს სთავაზობდა მას, რომლის შედარება იმ გასამრჯელოსთან, რომელსაც ის „ნაპოლიში’’ იღებს უბრალოდ არ შეიძლება.
AreaNapoli.it წერს, რომ პარიზელები საქმის მოკვარახჭინებას ორ-სამ დღეში იმედოვნებენ. მათ უნდათ, კვარა 22 იანვარს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „მანჩესტერ სიტის’’ წინააღმდეგ ათამაშონ.
„პარი სენ ჟერმენი’’ 6 ტურის შემდეგ 7 ქულით 25-ე ადგილზეა. ფლეი-ოფში, კერძოდ მეთექვსმეტედფინალში, 9-დან 24-ე ადგილზე გასული გუნდები გადიან.
იტალიური წყაროები წერენ, რომ ქართველი ვარსკვლავი „ნაპოლის’’ მწვრთნელისთვის ანტონიო კონტესთვის ხელშეუხებელი აღარ არის, ის იანვრის სატრანსფერო ბაზრისგან მისთვის სასურველ სხვა ფეხბურთელებს ელის.