სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „იუტა ჯაზს“ ესტუმრა და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა – 106:88, რაშიც საკუთარი წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა.
ჯაზმენებთან ქართველმა კალათბურთელმა, ჯერჯერობით, სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მამუკელაშვილმა მოედანზე 10:40 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 10 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. სროლის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალი ჰქონდა: სამიდან სამი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. თუმცა, უფრო საინტერესო ის არის, რომ ქართველ ფორვარდს მხოლოდ ბოლო, უმოტივაციო წუთები არ უთამაშია და მოედანზე მეორე და მეოთხე პერიოდებში გამოჩნდა.
ტეხასურ გუნდს ორი გამარჯვება და სამი მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
