სლოვაკეთის ნაკრებისა და „ნაპოლის’’ ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ, რომელიც ნეაპოლური საიტების მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად „პარტენოპეელთა’’ შემადგენლობაში ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელია, ბაქოში, ერთა ლიგის C1 ჯგუფის შეხვედრაში სავარაუდოდ თეძო იტკინა. საყრდენმა ნახევარმცველმა, რომლის შეძენით „ბარსელონაა’’ დაინტერესებული მოედანი საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე დატოვა. სლოვაკს უახლოეს დღეებში ნეაპოლში გამოკვლევას ჩაუტარებენ. თავიდან ამბობდნენ, რომ მას მოსახარი გაეჭიმა.
„ნეაპოლში ეს ამბავი აშკარად არ გაუხარდებათ, ― თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა რობერტ ვიტეკმა, რომელსაც სლოვაკეთის ნაკრებში 82 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ― იმედი ვიქონიოთ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. მისი არყოფნა „ნაპოლისთვის’’ დიდი დანაკლისი იქნება’’.
„ნაპოლი’’ 20 ოქტომბერს ემპოლიში თამაშობს. ეს შეხვედრა საქართველოს დროით 14 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და ჩვენთვის იმით არის საინტერესო, რომ სავარაუდოდ შედგება საბა გოგლიჩიძისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუელი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
