საქართველო – პოლონეთი 3,5 : 0,5

ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა. ბოლო ტურში მედლების მინიმალური შანსი საქართველოს ქალთა ნაკრებსაც ჰქონდა. მოიგო კიდეც საკუთარი მოსაგები – პოლონეთს 3,5:0,5 აჯობა, მაგრამ მედალს ვერ შეწვდა. პოლონელებთან ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა პარტიები თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა ყაიმი ითამაშა.

საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა 17 ქულა დააგროვა. ასეთივე შედეგი კიდევ ოთხ გუნდს ჰქონდა, დამატებითი მაჩვენებლით კი, საქართველო მეექვსეზე გავიდა. ჩემპიონი 19 ქულით ინდოეთი გახდა; ყაზახეთმა 18 ქულა აიღო; აშშ, ესპანეთმა, სომხეთმა და საქართველომ – 17-17;

საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც პოლონეთს შეხვდა და 2:2 ითამაშა. 10 ტურის შემდეგ: ინდოეთი – 19; ამერიკამ, უზბეკეთმა, ჩინეთმა, სერბეთმა და სომხეთმა 17-17 ქულა დააგროვეს და ადგილებიც ამ თანმიმდევრობით გაინაწილეს; საქართველო, რომელმაც ტურნირი ერთი მარცხით დაასრულა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჩემპიონ ინდოეთს ჩამორჩა, 15 ქულით მე-19 ადგილზე გავიდა.