Comune, Simeone: “Neres episode unjustifiable, but no one should dare to exploit what happened to shoot sh*tნეაპოლის მუნიციპალიტეტის მრჩეველმა, იმავდროულად ინფრასტრუქტურის, საჯარო სამუშაოთა და მობილურობის კომისიის პრეზიდენტმა ნინო სიმეონემ „ნაპოლის” ფეხბურთელის, დავიდ ნერეშისა და მისი ცოლის გაძარცვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„ნერეშის ეპიზოდი შოკის მომგვრელია. მისი გამართლება არ არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები ყველგან ხდება. ბიჭმა 100 ათას ევროიანი საათი მაღალი დონის უსაფრთხოების პირობებში რასაკვირველია უნდა გაიკეთოს. რაკი ეს ეპიზოდი მოხდა სტადიონიდან შინ დაბრუნების დროს და ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რატომ ვერ იმუშავა დაცვის სამსახურმა უკანაგზაზე ჯეროვნად. ნერეში ჯერ კიდევ ბიჭია და მომხრადმა შოკი მოჰგვარა. მაგრამ ნეაპოლი არ არის მძარცველების და მტაცებლების ქალაქი. ასეთი რამ იტალიაში ყველგან ხდება. რა შეიძლება ვუთხრათ ნერეშს? ჩვენ შეგვიძლია ბიჭს თანაგრძნობა გამოვუხატოთ. ის უნდა მიხვდეს, რომ ეს ცუდი შემთხვევა ნეაპოლისა და ნეაპოლელებისთვის ტიპური არ არის. მას გულშემატკივრები სითბოთი გადაუხდიან.

ნერეშის გაძარცვა ჩვენთვის შავი პიარია? უნდა ვიმსჯელოთ როგორც სერიოზულმა ხალხმა. მცირე კრიმინალი ნეაპოლს ვერ გათხვრის. ასეთი ძარცვა პარიზში, მადრიდში, რომსა და მილანში ყოველდღე ხდება. ნეაპოლს სახელი ვერ გაუფუჭდება, თუმცა მე იმედს გამოვთქვამ, რომ ნერეშის ოთხ მძარცველს რაც შეიძლება მალე დავაპატიმრებთ. მთავარი პრობლემა დიდი ქალაქების სტანდარტია. ამავდროულად, ნურავინ გაბედავს ნერეშის ინციდენტის გამო მთელი ქალაქისთვის მძ..რის წასმას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ ხალხს პროკურორთან ვუჩივლებთ”.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა” და „პარმას” შეხვედრის შემდეგ, „მარადონას” სტადიონის მიმდებარედ, ნეაპოლის ფუორიგროტას რაიონში მინივენს რომელშიც ნერეში და მისი მეუღლე ისხდნენ თავს დაესხნენ. მძარცველები მომზადებულები ჩანდნენ. ისინი სკუტერებით იყვნენ. მათ ავტომობილს გზა გადაუკეტეს, შუშა ჩაუმტვრიეს, ნერეშს იარაღი დაუმიზნეს და ძვირფასი საათი მოახსნევინეს.