საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული სერიის მეორე მატჩიც წააგო. ამჯერად ზურაბ ამონაშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი ინგლისელ მორაგბე თანატოლებთან დამარცხდა – 20:27.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში პატარა ბორჯღალოსნები გაცილებით დამაჯერებლები იყვნენ და პირველი ტაიმი ინგლისელებს სულაც მოუგეს, მეორე ტაიმში კვლავ ვერაფერი დაუპირისპირეს მეტოქეს. შეხსენებისთვის, პირველი მატჩში ქართველებმა სამხრეთ აფრიკის U18-თან სულ რაღაც 3:6 დათმეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ორი ლელო-გარდასახვა გაუშვეს, თავად ვერაფრით უპასუხეს და საბოლოოდ 3:20 დამარცხდნენ.
ორი ლელო-გარდასახვა და ზედაც „საკონტროლო“ საჯარიმო ქართველებმა ინგლისისგანაც გაუშვეს, არადა პირველი ტაიმი საუცხოოდ ჩაატარეს, მეტოქე სრულად დაჯაბნეს და 20:10 გალიდერდნენ. სამწუხაროდ, შესვენების შემდეგ ინგლისმა მოუმატა და ჩვენმა ბიჭებმა მხოლოდ ეპიზოდურად ითამაშეს პირველი ტაიმის მსგავსი რაგბი, რაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში დადებითი შედეგისთვის საკმარისი არაა.
მოკლედ, 20:27, თუმცა ხარისხობრივად გაცილებით მაღალი დონის თამაში. ესაა მოკლე შეფასება და იმედია, 20 აგვისტოს 17:30-ზე დასაწყებ მატჩში საქართველო ირლანდიასთან დაამტკიცებს, რომ გიგანტების დამარცხება კვლავაც შეუძლია.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
