ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის” ურთიერთობა ჯერ კიდევ გასარკვევია. პოპულარულმა რომაულმა გაზეთმა „კორიერე დელო სპორტმა” ამ საკითხს წერილი მიუძღვნა:

„კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი გაყინულია, გაჩერებულია. ის ცოცხლობს, მაგრამ გადასაწყვეტია…

…კვარას სავაჭრო ნიშანი მისი უმაღლესი კლასის ტრიუკები და აფეთქებებია, მაგრამ ყველაფერზე საინტერესო („ეგნატიასთან” ამხანაგურ შეხვედრაში) ქართველი გარემარბის საბრძოლო სულისკვეთების ნახვა იყო: თავგანწირვა, პრესინგი, დაცვაში ჩარბენა და თავის ზონაში ბურთის გარეშე სწრაფად დაბრუნება…

…კონტე მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უკეთესს ვერაფერს ინატრებს: უკვე შეიძლება ითქვას, რომ მძვინვარება და მუდმივი მზადყოფნა, რასაც ის ფეხბურთელებისგან ითხოვს კვარაცხელიას მესამე სეზონის შემადგენელი ნაწილია…

…ჟინმა, ძალამ და სულისკვეთებამ, რომელიც კვარამ თავის სადებიუტო შეხვედრაში გუნდს შეჰმატა, კონტრაქტის განახლების თემა გადაფარა. მას სთავაზობენ ახალ ხელშეკრულებას 2029 წლამდე, ხელფასის მნიშვნელოვანი კორექტირებით. და ის თამაში, რომელიც მან აჩვენა ათასი თანხმობის ღირსია. კვარაცხელია კონტესთვის მზად არის და ლიდერობის კანდიდატია”.