Conte: Napoli, I will make some evaluations. Osimhen? It was all already decided„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე იტალიური საზოგადოებრივ მაუწყებელს RAI Sport-ს ელაპარაკა. გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდებს:

…სეზონი ევროთასების გარეშე? ამას აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარე. დადებითი ის არის, რომ შეგიძლია მთელი კვირა იმუშაო, უარყოფითი კი ის გახლავთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში კონკურენტუნარიანი გუნდი ყალიბდება, რასაც მის გარეშე ასე ეფექტურად ვერ გააკეთებ. მაგრამ მთავარი ყველა ვარიანტში ძლიერი შემადგენლობაა. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს იმის შეფასება, თუ ვინ დარჩება „ნაპოლიში” და ვინ წავა. ჩვენ ყველა უპირატესობით უნდა ვისარგებლოთ. ბიჭებთან ერთად მეტი დრო უნდა გავატაროთ. ხალხმრავალი გუნდის შეკრება აუცილებელი არ არის, მაგრამ აუცილებელია ის იყოს კარგი გუნდი…

…„ნაპოლის” გულშემატკივართა ენთუზიაზმი? გუნდისთვის ჯერ არაფერი გამიკეთებია, მაგრამ უკვე დიდ აღტაცებასა და პატივისცემას ვგრძნობ…

…როგორც პრეზიდენტმა თქვა, გუნდში რეკონსტრუქციაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა ჩვენს შეხედულებებს გადავხედეთ, შევაჯერეთ ისინი. დაკვირვებით შევისწავლეთ ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების მდგომარეობა და გავარკვიეთ მათი მდგომარეობა. მეორე ფაზა, ამ მოთამაშეების მოედანზე შეფასება იქნება. უნდა დავინახოთ მათგან რომელია „ნაპოლისკენ” და რომელი – არა. ვნახავთ, ექნება თუ არა სამუშაო სპორტულ დირექტორს…

…ოსიმენის გადასვლა ჯანჯლდება? ეს არაფერს გვირთულებს. ყველაფერი იმთავითვე ცხადი იყო და გეგმის მიხედვით მიდის. ჩემთვის ლოდინი უცხო ხილი არ არის. როგორც გითხარით, თავიდან იდეებს გადავხედეთ, ახლა შეფასების პერიოდში ვართ, შემდეგ კი ყიდვა-გაყიდვას დავიწყებთ. არანაირი პრობლემა არ იქნება.