But Arsenal hero Jack Wilshere has a warning for Yamal ahead of the final with Englandამასწინათ მამაჩემს ლამინ იამალზე ველაპარაკებოდი. გავიხსენეთ ჩემი ბავშვობაც და გოლი, რომელიც 15 წლისამ გავიტანე. მაშინ „არსენალის” სარეზერვო გუნდში ვთამაშობდი და „ბარნეტის” სტადიონზე „ვესტ ჰემს” ვხვდებოდით. შუაში შევჭერი და ცხრიანში გავიტანე. იმ დღის მერე ხალხმა გამიცნო. ჩემი კადრები იუთუბზე დადეს და არსენ ვენგერის გამოჩენამაც არ დააყოვნა.

„მაგრამ ეს ბავშვი, იამალი, ამას ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში აკეთებს”, — ვუთხარი მამაჩემს. ასეთი არასდროს არაფერი მინახავს. კი ბატონო, 2004 წლის ევროზე უეინ რუნიზე ვლაპარაკობდით, მაგრამ ის უკვე 18 წლის და განვითარებული იყო. ამ ბავშვმა კი სკოლა გუშინ დაამთავრა.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ის შეიძლება შევადაროთ პელეა. მისი თამაში არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ყმაწვიკაცობაში გახდა სუპერვარსკვლავი. მსოფლიოს უდიდეს ფებურთელებს მარტო თამაშის შეცვლა კი არ ეხერხებათ, არამედ ამას ყველაზე საჭირო მომენტში აკეთებენ. იამალი სწორედ ასეთი ჩანს და მის წინაშე მთავარი ამოცანაც ამგვარია (ოღონდ ახლა არა, რადგან ამჯერად ის საუცხოო ფორმაშია და ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებს): შეძლებს ამ მდგომარეობის დიდი ხნით შენარჩუნებას?

აუცილებელია მუდმივობა. დღეს ის ყველას უყვარს, ყველა მასზე ლაპარაკობს, მაგრამ დადგება მომენტი, როდესაც სიძნელეებთან მოუხდება გამკლავება. და მას დასჭირდება სიმამაცე, რომელიც, როგორც ჩანს არ აკლია. მე შევამჩნიე ცუდი მომენტები, რომელთა დროს ის მაინც ახერხებდა ბურთის შენარჩუნებას. და მას დასჭირდება ფეხბურთის დიდი სიყვარული, რაც მუდმივი განვითარების წინაპირობაა. აუცილებლად დადგება მომენტები, როდესაც მას გაუჭირდება, მაგრამ ასეთი დღეები ყველა სუპერვარსკვლავს გაუვლია, მათ შორის ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუსაც. მთავარია, სირთულეებზე როგორ რეაგირებ.

ჯერჯერობით იამალი ზეწოლას და ბავშვობიდან თავს დატეხილ მოლოდინს უძლებს. ჩემთვის ასეთი რამ ცოტათი ნაცნობია. „არსენალში” დებიუტი 16 წლისას მქონდა, ვითამაშე რამდენიმე სათასო შეხვედრა, გამოჩნდი პრემიერლიგაში, შემდეგ კი ექვსი თვე იჯარით „ბოლტონში” გავატარე.

ჩემი გარღვევის სეზონი 2020-11 წლებში იყო, როდესაც ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრე ადგილი. შემდეგ „არსენალი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას” შეხვდა და პირველი მატჩი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გახდა.

მთელი ახალგაზრდული კარიერის განმავლობაში, როდესაც ძირითად შემადგენლობაში ვხვდებოდი, სიმძლავრეების ჩართვასა და ახალი შეჯიბრების დონესთან ადაპტაციას ვახერხებდი. მაგრამ ის სხვა იყო და მე ეს ვიგრძენი.

The Sun, ჯეკ უილშირი