ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) საშეჯიბრო კომიტეტმა ევროპის 2024/2025 წლების სეზონის საკლუბო ტურნირების კალენდარი გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, რანგით მეორეში – ჩელენჯ თასზე პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლამი“ იასპარეზებს.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფური ეტაპის სამივე ჯგუფის მონაწილე 6 გუნდი მხოლოდ 4 თანაგუნდელს ეთამაშება და გაირკვა, რომ ქართველებს არ მოუწევთ შეხვედრა თანაჯგუფელ „გლოსტერთან“, რომელიც შარშანაც ქართველების ჯგუფში იყო, ოღონდ მაშინ ინგლისელებთან თამაში „მიხეილ მესხზე“ „შავი ლომისთვის“ სადებიუტო იყო და 10:15 მარცხი ჩვენი ბიჭების გამოუცდელობას დაბრალდა.

ახალ გათამაშებას „შავი ლომი“ ასევე „მესხზე“ 7 დეკემბერს გახსნის. მეტოქე – ტოპ 14-ში ისტორიაში პირველად აღზევებული „ვანი“. მერე, 15 დეკემბერს ჩვენს ფრენჩაიზს უელსში სტუმრობა და შარშან იქვე ძლეული „სკარლეტსი“ ელით. მესამე ტურში, ისევ თბილისში უკვე ნაახალწლევს – 11 იანვარს ფრანგულ „ბაიონთან“ მოგვიწევს გაჯიბრება. დაბოლოს, 19 იანვარს ედინბურგში ამავე სახელწოდების შოტლანდიურ ფრენჩაიზთან შეხვედრა შედგება. ეს „ედინბურგი“ შარშანაც ჩვენი თანაჯგუფელი იყო, ოღონდ მასთან „შავ ლომს“ არ უთამაშია.

ქვემოთ ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფის სრულ განრიგს გთავაზობთ:

I ტური

6 დეკემბერი

გლოსტერი (ინგლისი) – ედინბურგი (შოტლანდია)

7 დეკემბერი

ბაიონი (საფრანგეთი) – სკარლეტსი (უელსი)

შავი ლომი (საქართველო) – ვანი (საფრანგეთი)

II ტური

13 დეკემბერი

ედინბურგი (შოტლანდია) – ბაიონი (საფრანგეთი)

14 დეკემბერი

ვანი (საფრანგეთი) – გლოსტერი (ინგლისი)

15 დეკემბერი

სკარლეტსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო)

III ტური

10 იანვარი

გლოსტერი (ინგლისი) – სკარლეტსი (უელსი)

11 იანვარი

ვანი (საფრანგეთი) – ედინბურგი (შოტლანდია)

შავი ლომი (საქართველო) – ბაიონი (საფრანგეთი)

IV ტური

18 იანვარი

სკარლეტსი (უელსი) – ვანი (საფრანგეთი)

19 იანვარი

ედინბურგი (შოტლანდია) – შავი ლომი (საქართველო)

ბაიონი (საფრანგეთი) – გლოსტერი (ინგლისი)