ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ამგვარად, „ფურია როხა“ ევროპის მეორე გუნდი გახდა ტურნირის ფინალში გასვლების რაოდენობით.
ესპანელებისთვის ეს მეხუთე ფინალია, საიდანაც სამში იმარჯვეს. ესპანელებმა ამ მაჩვენებლით აჯობეს სსრკ-ის და იტალიის გუნდებს, რომლებსაც შესაბამისად ოთხ-ოთხი ფინალი აქვთ ევროს ნათამაშები. რეკორდსმენი კი გერმანიის ნაკრებია, რომელმაც ექვს ფინალში სამჯერ გაიმარჯვა.
ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთის ნაკრები ნიდერლანდები-ინგლისის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი დღეს, 10 ივლისს გაიმართება დორტმუნდში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
