მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი კილიან მბაპე საფრანგეთისა და ავსტრიის შეხვედრის შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს. ევრო 2024-ის პირველი ტურის მატჩში ფრანგებმა ავსტრიელებს 1:0 მოუგეს, აწ უკვე „რეალის” 25 წლის ფეხბურთელმა კი ცხვირი გაიტეხა.
მბაპე მატჩის მიწურულს დაშავდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში თავურის დარტყმას ცდილობდა და მეტოქე გუნდის მცველ კევინ დანსოს თავი მხარზე მიარტყა. მედია წერს, რომ თავდამსხმელს ტურნირის დამთავრებამდე დამცავი ნიღბით მოუწევს თამაში.
კამერებმა მატჩის დამთავრებისთანავე დააფიქსირეს, როგორ ჯდებოდა ფეხბურთელი სასწრაფო დახმარების მანქანში. ის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც გამოიკვლიეს. გამოკვლევას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადება მოჰყვა სადაც წერია, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ბანაკს უბრუნდება. მას ცხვირი აქვს გატეხილი, მაგრამ უახლოეს მომავალში ოპერაცია არ დასჭირდება. საგანგებოდ მისთვის შეკერავენ ნიღაბს. მბაპე შეჯიბრებას დაუბრუნდება.
ამ ისტორიაში კიდევ ერთი რამ არის საგანგებოდ აღსანიშნავი. მოედანზე პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, მბაპე იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ასეთ დროს თუ მოთამაშე მოედანზე ბრუნდება, ჩვეულებრივ ამას მსაჯის ნებართვის მერე აკეთებს. მბაპე არბიტრს არ დაელოდა, მოედანზე შევიდა და დაჯდა. ამისათვის ესპანელმა მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ მას ყვითელი ბარათი ამოუღო. ეპიზოდის შეფასებისას, ირლანდიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა როი კინმა თქვა:
„ვიცი, ფეხბურთელს შეიძლება შეეშალოს, მაგრამ მოედანზე შესვლა და მინდორზე დაჯდომა?.. ვფიქრობ, მან დიდიე დეშამს გახედა, მწვრთნელმა კი ანიშნა: მიდი! მბაპე ალბათ გრძნობს, რომ ამ საქციელით საკუთარ თავს უღალატა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
