Paris 2024 on track to welcome the world and deliver an exceptional Games visionპარიზის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ლიცენზიანტთა სია გაიზარდა – პარიზში წამსვლელთა რიგებს სამი ძალოსანი შეემატა.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან შესაბამისი წერილი უკვე მიიღო, რომ პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე შოთა მიშველიძე (61კგ), ირაკლი ჩხეიძე (102კგ) და ლაშა ტალახაძე (+109კგ) იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრებმა პარიზის საგზურებისთვის ხუთ სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად რეიტინგის საუკეთესო ათეულში მოხვედრა იყო აუცილებელი.

ლაშა ტალახაძე ამ რეიტინგში ლიდერობს, შოთა მიშველიძე მე-7 ადგილზეა, ხოლო ირაკლი ჩხეიძე – მე-9. ჩვენს ძალოსნებს კიდევ ერთი ლიცენზიის მოპოვება შეუძლიათ – ქალთა ნაკრების ლიდერის, ანასტასია გოტფრიდის საკითხი, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საგზურები ასევე მოპოვებული აქვთ გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილს, ვლადიმერ გამყრელიძეს, გენო პეტრიაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა), რობერტ კობლიაშვილს, რამაზ ზოიძეს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა), ლაშა გურულს (კრივი), ლუბა გოლოვინას (ბატუტზე ხტომა) და სანდრო ბაზაძეს (ფარიკაობა).