გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ბარსელონაში 2:4 წააგო, არადა პირველი ტაიმის შემდეგ 2:1-ს იგებდა. შეხვედრის გარდამტეხი მომენტი ქართველი მეკარის გაძევება გამოდგა. ეს პირველი ნახევრის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში მოხდა, როდესაც გიორგის მცველმა ბურთი უკან მიუგორა, მან კი ფეხით მოხერხებულად ვერ გააჩერა, ის წინ გადაუვარდა რითაც ლამინე იამალმა სცადა ესარგებლა ― ბარსელონელი გოლის გასატანად გაიწია, მამარდაშვილს კი საჯარიმოს გარეთ ხელით თამაში მოუხდა. არადა, ამ მომენტამდე ესპანური პრესის საყოველთაო აღიარებით „ვალენსიას“ კარის მცველი ჩინებულად თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილის ხელის თამაში VAR-მა დაინახა, თორემ მსაჯს დინამიკური მომენტი არ შეუმჩნევია.
გაძევებამდე, გარდა იმისა, რომ გიორგი მშვენივრად ასრულებდა თავის უმთავრეს მოვალეობას, ფეხითაც კარგად გამოჰქონდა ბურთი და ერთ ეპიზოდში გრძელი პასით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირაც კი გაიყვანა. მატჩის შემდეგ ვალენსიელმა ნახევარმცველმა პეპელუმ თქვა, რომ გრძელი პასებით კონტრშეტევა მწვრთნელის რუბენ ბარახას გეგმაში შედიოდა.
მამარდაშვილის ნაცვლად მოედანზე შესულმა ვეტერანმა მეკარე ჯაუმე დომენეკმა ქართველის დონეზე ვერ ითამაშა. დაარქვა კიდეც თავის ერთ-ერთ სტატიას AS-მა: „დომენეკი მამარდაშვილი არ არის“.
უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი თავის გარდა ვალენსიელებს და მათ თავკაცს მსაჯთანაც ჰქონდათ პრეტენზია. კერძოდ, „ბარსას“ მესამე გოლის დროს ეგრეთწოდებული პასიური ოფსაიდი იყო, რამაც სტუმრების აზრით მათ მეკარეზე იმოქმედა.
„ვალენსიას“ სეზონის დამთავრებამდე ხუთი თამაში აქვს დარჩენილი. 33 ტურის შემდეგ „ღამურები“ 47 ქულით მე-8 ადგილზე არიან და კონფერენციის ლიგაზე გამსვლელ მეშვიდე ადგილს, კერძოდ „ბეტისს“ ორი ქულით ჩამორჩებიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
