ნაპოლის ფეხბურთელები თითს ერთმანეთისკენ იშვერდნენ

Home აქეთურ-იქითური ნაპოლის ფეხბურთელები თითს ერთმანეთისკენ იშვერდნენ
ნაპოლის ფეხბურთელები თითს ერთმანეთისკენ იშვერდნენ

Naples, it's everyone against everyone: what happened in the locker room and the accusations against a playerრა ხდება „ნაპოლიში” „ემპოლისთან” 0:1 წაგების შემდეგ? ეს მიმდინარე სეზონში, სერია A-ში გუნდის მეათე მარცხი იყო. კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელებისთვის შეკრების მოწყობა უნდოდა, მაგრამ იტალიური პრესა წერს, რომ მოთამაშეთა ნაწილი წინააღმდეგი წავიდა და ბიზნესმენმა გადაწყვეტილება შეცვალა. ამბობენ, რომ დე ლაურენტისი ემპოლის „სტადიო კარლო კასტელანიზე” შესვენების დროს გასახდელში ჩავიდა. მას უნდოდა გაეგო რა ხდება გუნდში, რამ განაპირობა ასეთი უსუსური თამაში.

Di Lorenzo, face to face with the Napoli fans: the theme of confrontation emerged - image 1როგორც იტალიური საიტები წერენ, გასახდელის მერე მისთვის თვალი აღარ მოუკრავთ, საფინალო სასტვენის შემდეგ კი, როდესაც ფეხბურთელებს ტრიბუნიდან გულშემატკივრები ამუნათებდნენ, პრეზიდენტმა ზემოთ ნახსენები შეკრების მოწყობა გადაწყვიტა. თუმცა ჯერ დამუნათების შესახებ ვთქვათ:

„მოდით აქ, ტრიბუნასთან”, — ყვიროდნენ გულშემატკივრები ხმაშეწყობილად. მოთამაშეები კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს წინამძღოლობით მათ სტადიონის სტუმართა სექტორთან ეახლენ, სადაც საყვედური მოისმინეს.

რაც შეეხება შეკრებას, დე ლაურენტისს მისი მოწყობა ფეხბურთელების ერთსულოვნების ასამაღლებლად უნდოდა. მისი ჩანაფიქრი დარჩენილი ექვსი შეხვედრის ბანაკიდან ჩატარება გახლდათ, მაგრამ მას შეახსენეს, რომ ვალტერ მაცარის მწვრთნელობის დროს „ტორინოსთან” მარცხის შემდეგ ასეთი შეკრება ერთხელ უკვე მოაწყო, რამაც შედეგი ვერ მოიტანა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის” უკვე მესამე მწვრთნელი ხელმძღვანელობს, რომელთაგან ყველაზე კარგი შედეგი პირველს, ფრანგ რუდი გარსიას ჰქონდა.

და კიდევ ერთი ინფორმაცია: „ლა რეპუბლიკა” წერს, რომ „ემპოლისთან” შეხვედრის შესვენების დროს „აძურის” გასახდელში ვითარება დაიძაბა. ფეხბურთელები თითს ერთმანეთისკენ იშვერდნენ, ხოლო უმრავლებოსამ განტევების ვაცად ნატანი აქცია და მის შეცვლას სიხარულით შეხვდნენ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.