გასულ სეზონში „ნაპოლიმ” შთამბეჭდავად მოიგო სკუდეტო. „პარტენოპეელებმა” მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშეს და მეტოქეები თავიდანვე ჩამოიტოვეს. მიმდინარე სეზონი კი გუნდს კატასტროფული აქვს — ერთი წლის წინანდელი „ნაპოლიდან” არაფერია დარჩენილი.
ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე რჩება შთაბეჭდილება, რომ ნეაპოლელები ვეღარაფერს შეცვლიან — ცუდად დაწყებულს სავარაუდოდ ცუდადვე დაამთავრებენ. სტატისტიკა კი მეტყველებს, რომ 21-ე საუკუნეში იტალიურ ფეხბურთს ასეთი ხელმოცარული ჩემპიონი არ ჰყოლია. სადღეისოდ გუნდს 32 ტურის შემდეგ 49 ქულა აქვს. სწორედ ეს გახლავთ საუკუნის ყველაზე ცუდი შედეგი ჩემპიონი გუნდისთვის.
ახლა ყველა ლაპარაკობს, რომ „ნაპოლის” ფიასკოს მიზეზი არასწორი მენეჯმენტია. შეცდომებით სავსე მართვამ კლუბი გასული სეზონის კალაპოტიდან ამოაგდო. spazionapoli ვარაუდობს, რომ „აძური” ამ სეზონში 58 ქულას მოიპოვებს, რაც 1949-50 წლების „ტორინოს” მსგავსი შედეგი იქნება, თუმცა აქ რამდენიმე მომენტი უნდა გავითვალისწინოთ: იმ წელიწადს (1948-49 წლების საჩემპიონო სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე) „ტორინოს” ძირითადი შემადგენლობა ავიაკატასტროფაში დაიღუპა და მომდევნო ჩემპიონატში სხვა ხალხი მონაწილეობდა. და კიდევ, რეალურად 1949-50 წლების სეზონში „ტორომ” 41 ქულა მოიპოვა, რადგან მაშინ მოგება ორ ქულად ფასდებოდა. სხვა სიტყვებით, მისი მონაგარი 58 ქულა იმ შემთხვევაში იქნებოდა, მოგება 3 ქულად რომ შეეფასებინათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
