აშშ-ი, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ შეხვედრა, ისტორიაში ყველაზე ყურებადი გამოდგა.
პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, პეპ გვარდიოლას გუნდი „მეთოფეებს“ დაუზავდა (0:0).
NBC Sports-ის ინფორმაციით, მატჩს ამერიკაში თვალი 2.12-მა მილიონმა ადამიანმა მიადევნა, რაც პრემიერლიგის შეხვედრებს შორის ისტორიაში ყველაზე მეტია. ტელემუნდოსაც თუ მივათვლით, სადაც ესპანურენოვანმა მოსახლეობამ უყურა, 2,59 მილიონამდე ავდივართ.
არტეტას გუნდი ახლა მეორე ადგილზეა (65 ქულა), „სიტი“ მესამეზე (64), პირველზე კი „ლივერპულია“ (67).
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
