პორტალმა calcionapoli24 „სასუოლოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის წინ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნა, თუ ნეაპოლელთა რომელი ფეხბურთელისთვის რით არის ან იყო საინტერესო ამ კონკრეტულ მეტოქესთან შეხვედრა. საიტმა განსაკუთრებით სამი მოთამაშე, ჯოვანი დი ლორენცო, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია გამოჰყო. ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველი გარემარბისა და „სასუოლოს” ისტორიაზე შევჩერებულიყავით:
„სასუოლო” ორი კლუბიდან ერთია, რომლის წინააღმდეგ თამაშის დროსაც კვარაცხელიამ ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. მან „ნეროვერდის” (ისევე, როგორც „ვერონას”) კარში გატანილ ხუთ გოლში შეიტანა წვლილი: ორი თვითონ შეაგდო და სამი საგოლე პასი გადააწოდა. სხვა მეტოქესთან ქართველს ამდენი საგოლე პასი არ გადაუწოდებია — პირადი რეკორდია.
„სასუოლო” იყო სერია A-ს პირველი გუნდი, რომელთან თამაშის დროსაც კვარაცხელიამ ერთ შეხვედრაში სამ გოლში მიიღო მონაწილეობა. ეს მოხდა 2022 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც „პარტენოპეელებმა” „მარადონაზე” 4:0 მოიგეს და ამ შეხვრდაში ხვიჩამ ერთი გოლი თავად გაიტანა, ხოლო ორი ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
