„ლივერპულის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ მურმა განაცხადა, რომ მერსისაიდურ კლუბს სრული გადატვირთვა ელის იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ.
„კლუბი გაიყინა სრული გადატვირთვის მოლოდინში. ბოლოს და ბოლოს, არა მხოლოდ კლოპი მიდის, არამედ ლეინდერსი და კრავეციც (კლოპის თანაშემწეები). გარდა ამისა, „ლივერპულს“ ახალი სპორტული დირექტორი სჭირდება. საქმე მხოლოდ მწვრთნელს არ ეხება. მერსისაიდელი გულშემატკივრები მწვრთნელებს ლეგენდებად აქცევენ. ისინი ჩვენთვის უფრო მეტს ნიშნავენ, ვიდრე გამარჯვება და მარცხი“, – თქვა მურმა ინგლისურ მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს იურგენ კლოპმა სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვების შესახებ გამოაცხადა. გერმანელმა სპეციალისტმა ცხადყო, რომ გუნდის გაწვრთნის ენერგია აღარ აქვს. 56 წლის გერმანელი სპეციალისტი „ლივერპულს“ 2015 წლის 8 ოქტომბერს წვრთნის. ამ დროის განმავლობაში იურგენ კლოპმა „წითელებთან“ ერთად შვიდი ტიტული მოიპოვა. „ლივერპულმა“ კლოპის ხელმძღვანელობით მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ლიგის თასი, ასოციაციის თასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
