ჟელინსკი შავდება და ლურჯდება

Home კატეგორიის გარეშე ჟელინსკი შავდება და ლურჯდება
ჟელინსკი შავდება და ლურჯდება

„ნაპოლის” პოლონელ ნახევარმცველთან პიოტრ ჟელინსკისთან დაკავშირებით ბოლო სიახლე ასეთია: ის „ინტერს” გაურიგდა და საქმის დაგვირგვინებას კონტრაქტზე ხელის მოწერაღა აკლია.

ბოლო პერიოდში ჟელინსკის შესახებ ბევრს წერდნენ. Calciomercato-ს ინფორმაციით პოლონელმა მილანურ კლუბს უკვე განუცხადა თანხმობა, კლუბი კი თავის მხრივ შეეცდება აღარ გარისკოს, „ნაპოლის” ფეხბურთელთან ახალი, უკეთესი კონტრაქტის გაფორმების დრო არ დაუტოვოს და 2024 წლის პირველი შეხვედრისთვის ნახევარმცველი უკვე ოფიციალურად მისი იყოს.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.