Hull City appoint Shota Arveladze new manager under Turkish ownershipშოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგის „ქარაგიუმრუქს“ ჩაიბარებს.

„თურქეთის სუპერლიგაში „ანტალიასპორთან“ მარცხის შემდეგ  „ქარაგიუმრუქმა“ მწვრთნელი ალფარსლან ერდემი პოსტიდან გაათავისუფლა. მის ნაცვლად კი გუნდს შოთა არველაძე ჩაიბარებს, ვისტანაც კლუბმა პრონციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწია“.

შოთა თურქულ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად უახლოეს დღეებში გააფორმებს.

თურქეთის სუპერლიგაში 15 ტურის შემდეგ „ქარაგიუმრუქი“ 17 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

ქართველი მწვრთნელი ბოლოს ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალში“ (2022) მუშაობდა. მანამდე ის თურქეთშივე – „ქაისერს“ (2010–2012), „ქასიმფაშასა“ (2012–2015), „ტრაბზონსფორს“ (2015) თავკაცობდა.

2016–2017 წლებში შოთა თელ-ავივის „მაკაბიში“ მუშაობდა, ხოლო 2017–2020 წლებში ტაშკენტის „ფახთაქორს“ უზბეკეთში ყველაფერი მოაგებინა.