გაიმართა იტალიის თასის წილისყრა, რომლის დროსაც გასული სეზონის დამსახურებების მიხედვით რვა გუნდი გამოარჩიეს და განთესეს. „ინტერს”, როგორც თასის მფლობელს, მიეცა ყველა შეხვედრის შინ ჩატარების უპირატესობა, ცხადია საპასუხო ნახევარფინალური მატჩის გარდა. იტალიაში ნახევარფინალები ორმატჩიანია და თუ „ნერაძური” ამ ეტაპზე გავა, ერთი თამაშის სტუმრად გამართვა მოუწევს.
განთესილთა შორის იყვნენ ჩემპიონთა ლიგის მონაწილენი „ნაპოლი”, „ლაციო” და „მილანი”. შემდეგ მოდიოდნენ ევროლიგაზე გასულები „ატალანტა” და „რომა”, ბოლოს კი „იუვენტუსი” და „ფიორენტინა”, რომელთაც კონფერენციის ლიგის საგზურები მოიპოვეს (შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით უეფამ „იუვე” მოკვეთა და მის ნაცვლად შეჯიბრებაში „ფიორენტინა” დაუშვა).
მერვედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: „ნაპოლი” – „ფროზინონე” (20 დეკემბერი); „ინტერი” – „ბოლონია”; „მილანი” – „კალიარი”; „ატალენტა” – „სასუოლო”; „რომა” – „კრემონეზე” (4 იანვარი); „იუვენტუსი” – „სალერნიტანა”.
მეოთხედფინალი (ყველა თამაში 17 იანვარს): „ინტერი”/„ბოლონია” – „ფიორენტინა”; „ატალანტა”/„სასუოლო” – „მილანი”/„კალიარი”; „ლაციო” – „რომა”/„კრემონეზე”; „იუვენტუსი”/„სალერნიტანა”/ – „ნაპოლი”/„ფროზინონე”.
ნახევარფინალი (პირველი შეხვედრები გაიმართება 3 აპრილს, საპასუხოები — 24 აპრილს): პირველი მეოთხედფინალის გამარჯვებული – მეორე მეოთხედფინალის გამარჯვებული; მესამე მეოთხედფინალის გამარჯვებული – მეოთხე მეოთხედფინალის გამარჯვებული.
ფინალი გაიმართება 15 მაისს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
