

გერმანიის ქალაქ პოტსდამში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის. ბოლო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილმა ფინალში ბელგიელი იარნ დუიკი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
მძიმე წინაში ქართული ფინალი შედგა – საბა ინანეიშვილისა და ირაკლი დემეტრაშვილის დაპირისპირება ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა.
ქალთა შორის ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო ნინო გულბანი (70), მაგრამ გადამწყვეტი ორთაბრძოლა პორტუგალიელ პინოსთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
მთლიანობაში ევროპის ჩემპიონატი ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი მედლით (ორი ოქრო, ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო) დაასრულეს, საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს, ვაჟთა შორის კი პირველობა არავის დაუთმეს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 00:01ოთხიდან სამმა მოიგო…
სიახლეები02/07/2026 | 00:48სუპერთასი ქუთაისში წავიდა
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
