ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერს, რომ რუდი გარსიას „ნაპოლიში” ოთხი უცვლელი ფავორიტი ჰყავს: ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ჟელინსკი. ამ ოთხეულს „პარტენოპეელთა” ფრანგი მწვრთნელი ყველა შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ათამაშებს. ლობოტკამ და ჟელინსკიმ „უნიონ ბერლინთან” ბოლო შეხვედრის მიწურულს დატოვეს მოედანი, თორემ ისე ძირითადად მოედანზე არიან. ლობოტკას შეცვლის მიზეზი ტრავმა იყო.
თუ „ლეჩესთან” მატჩს არ ჩავთვლით, მუდამ შემადგენლობაშია ან უფრო სწორედ მუდამ შემადგენლობაში იქნებოდა ვიქტორ ოსიმენიც. „ლეჩესთან” გარსიამ სასტარტოში ჯოვანი სიმეონე დააყენა. ნიგერიელმა ის მეორე ტაიმში შეცვალა. შემდეგ კი ოსიმენი დაშავდა და 20 დღით გამოაკლდა თანაგუნდელებს.
15 შეხვედრაში (ერთი თამაშის ხანგრძლივობას 90 წუთს თუ ვიანგარიშებთ 1350 წუთიდან) ათას წუთზე მეტი დაჰყო მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიამ. შეიძლება ითქვას, რომ გარსია მას მხოლოდ მაშინ ცვლის, როდესაც ის ფიზიკურად ვეღარ უძლებს. სერია A-ს პირველი შეხვედრა ხვიჩამ ტრავმის გამო გამოტოვა.
მოედანზე 979 წუთი გაატარა მატეო პოლიტანომ. მას მერე, რაც „ნაპოლი” ირვინგ ლოსანომ დატოვა, პოლიტანო მარჯვენა ფრთაზე უკონკურენტოდ დარჩა და თავიც უკეთ წარმოაჩინა.
დაცვის მარცხენა ფრთაზე მარიო რუის მატიას ოლივერა ჩაგრავს: ურუგვაელმა 838 წუთი ითამაშა, ხოლო პორტუგალიელმა — 492.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
