May be an image of 1 person, performing martial arts and text that says 'hish'შეიძლება იყოს 1 ადამიანი and საბრძოლო ხელოვნების გამოყენება გამოსახულებასაფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დასრულდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს დელეგაცია ოქროს გარეშე დარჩა. არადა, დასკვნით დღეს სამი ჩვენებური ფინალს ჭიდაობდა…

პირველი ოქროს მედლისთვის ტატამზე ლაშა ბექაური (90) გავიდა, რომელმაც გზად აზერბაიჯანელი ფატიევი, შვედი ნიმანი, ფრანგი მატიუ და ნიდერლანდელი ვან ტენდი დაამარცხა. ფინალში ბექაურის მეტოქე სერბი ნემანია მაიდოვი იყო – ძირითადი დრო ილეთის გარეშე დასრულდა, მაგრამ მაიდოვი ორი გაფრთხილებით იყო. დამატებით დროში სერბი უფრო გააქტიურდა, ბოლოს კი ილეთიც გამოუვიდა და ბექაური ვერცხლის მედალს დასჯერდა.

100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ილია სულამანიძე ფინალში აზერბაიჯანელ კოსტოევს დაეჭიდა და იპონით დამარცხდა. ნამამდე სულამანიძემ გერმანელ მაის, ავსტრიელ ფარასა და ისრაელის წარმომადგენელი პალჩიკს მოუგო.

გურამ თუშიშვილი (+100) ოქროსთან ყველაზე ახლოს იყო – ფინელ პუუმალაინენთან ვაზარით იგებდა, მაგრამ 7 წამით ადრე მეტოქის ილეთი გაეპარა და ჭიდაობა დამატებით დროში გადავიდა, სადაც სკანდინავიელმა კიდევ ერთი გდება გაახერხა და ოქროც ირგუნა. თუშიშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე გერმანიის სახელით მოასპარეზე აბრამოვი, თურქი ერტუგი და უნგრელი სიპოჟი ჩამოიშორა. შეგახსენებთ, გუშინ მეორე ადგილი ტატო გრიგალაშვილმა დაიკავა.