შეიძლება იყოს 2 ადამიანი, საბრძოლო ხელოვნებით დაკავებული ადამიანები and ტექსტი გამოსახულებასაფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის არცთუ კარგად დაიწყო. ორი დღის შემდეგ ჩვენს ყულაბაში მხოლოდ ერთი მედალია.

არადა, ტატამზე უკვე 9 ჩვენებური ვიხილეთ. მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოგვიტანა, რომელიც ფინალში თურქეთის სახელით მოჭიდავე ვედათ ალბაირაქს, იმავე გიორგი რევაზიშვილის დაეჭიდა.

ტატომ თავიდან კი შეუტია და მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, მაგრამ მერე პასიურ ჭიდაობაზე გადაერთო და მეტოქემ ამით ისარგებლდა – ჯერ გაფრთხილებები გაათანაბრა, შემდეგ კი გდებაც გააკეთა და გრიგალაშვილს საპასუხოდ დრო აღარ დარჩა.

მანამდე გრიგალაშვილმა ჯერ ავღანელი (დევნილთა გუნდი) სიბრათულან არაბი გაფრთხილებებით დაამარცხა, შემდეგ ირლანდიელ ბიერახ გლისონს იპონით მოუგო, ხოლო გერმანელი დომინიკ რესელი ვაზარით ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი, ფრანგ ალფა უმარ ჯალო იპონზე დასცა.

მედალთან ახლოს იყო ლაშა შავდათუაშვილიც (73), რომელმაც დამატებით დროში ჯერ აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევი დაამარცხა, შემდეგ სლოვენიელი მარტინ ჰოიაკინი; მეოთხედფინალში რუს დანილ ლავრენტიევს კი ვაზარით აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან იპონით დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი კოსოვოელ აკილ გიაკოვასთან და უმედლოდ დარჩა.

ასევე უმედლოდ დარჩნენ: გიორგი სარდალაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), გიორგი ტერაშვილი (73); ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57), ეთერ ასკილაშვილი (63), ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია (ორივე 70)