Napoli players run during a training session the day prior of UEFA Champions League match against Real Madrid.„ნაპოლიში” რუდი გარსიამ ფეხბურთელთა ერთი ჯგუფისგან ეგრეთწოდებული ბრძენთა საბჭო რომ შექმნა, ცნობილი ამბავია. და აი, როგორც „კორიერე დელ მეცოჯორნო” წერს, საბჭომ პირველი პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა და მწვრთნელს თავისი შეხედულება თუ მოთხოვნა გააცნო.

„მათ გარსიას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი თამაშის იმ ფაზაზე მუშაობას უნდა მიეცეს, როდესაც ბურთს მოწინააღმდეგე ფლობს. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ გუნდი არ დაიბნეს თუკი მიზეზთა გამო ინიციატივას დაკარგავს, ტემპი დაეცემა და ინტენსივობა შემცირდება.

ბოლო შეხვედრებში გაიზარდა „ნაპოლის” კარის მიმართულებით დარტყმათა რაოდენობა. ის შეხვედრაში საშუალოდ ათს გაუტოლდა. შესაბამისად გაიზარდა გაშვებული გოლების რაოდენობაც. ამ მაჩვენებლით სერია A-ს გუნდებს შორის „აძური” მეექვსეა. მან ყველა შეჯიბრებაში ერთად ჩატარებულ ცამეტ ოფიციალურ შეხვედრაში თექვსმეტი გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ 1,2-ს ნიშნავს.

დაცვისგან განსხვავებით შეტევის სტატისტიკა ცუდი არ არის. გატანილი გოლების რაოდენობით „ნაპოლი” მხოლოდ „ინტერს” ჩამორჩება. შესაბამისად, ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა დაცვით ფაზაში არასათანადო თამაშის ბრალი გამოდის.

გარსია შეეცდება ეს ნაკლი აღმოფხვრას და საამისოდ ყოველდღიური მუშაობა იფრო ინტენსიური გახადოს. „ბრძენთა საჭოს” მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ შეხვედრების მსვლელობისას თამაშის ნირი და მიმდინარეობა უწყვეტის შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს”.