AS: „მან ოთხჯერ იხსნა „ვალენსიას” კარი გოლისგან. ის რომ არა, „ბილბაო” მეტს გაიტანდა, მაგრამ ოსკარ დე მარკოსისა და ალექს ბერენგუერის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. საბოლოოდ დატოვა ტკილი გემო, რომელსაც სიმწარე დასდევდა”.
ძნელია ესპანური გაზეთის ამ შეფასებას არ დაეთანხმო. გიორგი მამარდაშვილმა „სან მამესზე”, ბილბაოელთა წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ… არ შეიძლება გულდაწყვეტით არ აღინიშნოს, რომ 90+7 წუთზე შეცდა, რაშიც, თუ თამაში არ გინახავთ, ქვემოთ, ვიდეოჩანაწერით დარწმუნდებით. „ვალენსია” თავიდან აგებდა, მერე 2:1 დაწინაურდა, საბოლოოდ კი შეხვედრა 2:2 დამთავრდა. და მაინც, ქართველმა მეკარემ მთელი მატჩი იმდენად კარგად ჩაატარა, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ის დაასახელეს.
„ჩვენ შეხვედრის მიწურულს ძალა და კონცენტრაცია დაგვაკლდა. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო წამს გულდასაწყვეტი რამ შეგვემთხვა. ვწუხვარ, ორი ქულა რომ დავკარგეთ. გამარჯვების შემთხვევაში ცხრილში „ბილბაოს” გავუტილდებოდით. ახლა მუშაობა და ქულების დაგროვება უნდა განვაგრძოთ”, — თქვა DAZN-თან ინტერვიუში ქართველმა მეკარემ.