Victor Osimhen and Sister Blessing: Super Eagles star explains journey to the top - Pulse Sports Kenyaნიგერიაში ვიქტორ ოსიმენის და და სიძე ოსიტა ოკოლო დაიჭირეს. ოკოლო „ნაპოლის” თავდამსხმელის გარემოცვაში შედიოდა და მის „აძურიში” გადასვლაში მონაწილეობა აქვს მიღებული. ნეაპოლური პრესა წერს, რომ დაჭერის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე დეტალებს აფრიკული ქვეყნის ოფიციალური სამსახურები არ აცხადებენ. ცნობა წყვილის დაპატიმრების შესახებ თავად სიძემ გაავრცელა. მან ტვიტერსა და სხვა პლატფორმებზე ვიდეო-შეტყობინების დადება მოახერხა.

ვიდეოზე ჩანს, როგორ ტენის პოლიცია მანქანაში ქალს. ეს ქალი ოსიმენის და უნდა იყოს. არ არის გამორიცხული, რომ საქმესთან და-ძმის ჩხუბი იყოს კავშირში. ბოლო ხანს ოსიმენის და ვიქტორს ბრალს მისთვის და მისი ქმრისთვის კუთვნილი ჰონორარის არ-გადახდაში სდებს. ის აცხადებს, რომ ფეხბურთელის „ლილიდან” „ნაპოლიში” გადასვლა მისი ქმრის დამსახურებაა.