გიორგის ნაცვლად გეორგიოსი…

Home კატეგორიის გარეშე გიორგის ნაცვლად გეორგიოსი…
გიორგის ნაცვლად გეორგიოსი…

„თელავის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გიორგი მიქაძის მოულოდნელი წასვლის შემდეგ, კახური კლუბის ხელმძღვანელობამ მისი შემცვლელი მალევე მოძებნა – ამიერიდან გუნდს 51 წლის ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კოსტისი გაწვრთნის.

კოსტისი ტრიკალაშია (საბერძნეთი) დაბადებული. ფეხბურთელობისას ბერძნული კლუბების („ირაკლისი“, „პანახაიკი“, ვოლოსის „ოლიმპიაკოსი“) გარდა, უთამაშია გერმანული „ნიურნბერგში“, ასევე კვიპროსში, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსში“, „პაფოსში“ აელ-ში, „დოქსასა“ და „ომონიაში“.

მოთამაშის კარიერა 2011 წელს კვიპროსში დაასრულა, 2015 წლიდან კი მწვრთნელობა დაიწყო კვიპროსის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ აპოელ-ში, სადაც ჯერ გახლდათ გუნდის მთავარი მწვრთნელის პირველი თანაშემწე, გარკვეული პერიოდი კი მთავარი მწვრთნელის მოვალეობასაც ასრულებდა.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.