ორი თამაში და სიმბოლური

Home კატეგორიის გარეშე ორი თამაში და სიმბოლური
ორი თამაში და სიმბოლური

თბილისის „დინამოდან“ ბელგიურ „ბევრენში“ გადასული  გიორგი მოისწრაფიშვილი, ვებგვერდმა proximus-მა ბელგიის ჩელენჯერის პრო ლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

22 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბში მეორე შეხვედრა ჩაატარა. მას დებიუტი „ლიეჟთან“ ჰქონდა, სადაც 66-ე წუთზე შეცვალეს, „დეინცესთან“ კი სტუმრად კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მოისწრაფიშვილს საფეხბურთო ვებგვერდმა მაღალი შეფასება დაუწერეს – Flashscore-მა 7.3, ხოლო საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა – 7.5.

„ნახევარდაცვის ცენტრში სივრცისთვის ბრძოლა იყო. ექსპერტების აზრით, კვირის გუნდში ყოფნას იბრაჰიმა სორი ბანგურა („იონგ გენკი“), მატიე კაჩბახი („სერენი“) და გიორგი მოისწრაფიშვილი („ბევერენი“) იმსახურებდნენ“.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.