ბილბაოს „ატლეტიკმა” სეზონის ძალიან კარგად დაიწყო. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგო და ლა ლიგის ცხრილში მეოთზე ადგილზეა.
ბასკთა გუნდი იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოს კვლავ ოთხეულში იქნება ანუ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს. გასულ სეზონში ბილბაოელებმა მე-8 ადგილი დაიკავეს და კონფერენციის ლიგაზე გამსვლელ „ოსასუნას” ერთი პოზიციით ჩამორჩნენ.
მიზნების განსახორციელებლად „ატლეტიკი” იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების დამატებას აპირებს. წერენ, რომ ისინი აკვირდებიან „ბრაგას” თავდამსხმელ ალვარო დჯალოს და… გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელს, „ვალენსიას” ნახევარმცველ უგო გილამონს.
გილამონი ბასკეთში, კერძოდ სან სებასტიანშია დაბადებული და შესაბამისად მისი გუნდში აყვანა ბილბაოელთა საკადრო პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება. ის „ვალენსიას” აღზრდილია და „ჩეებში” ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელადაც ითვლებოდა, სანამ მწვრთნელად რუბენ ბარახა არ მივიდა. ბარახას ხელში კი ის სასტარტო შემადგენლობაში ხშირად აღარ ჩანს და შეიძლება კლუბის გამოცვლა მის ინტერესებში შედიოდეს კიდეც.
fichajes.net წერს, რომ ბასკები ვალენსიელებს, უფრო სწორედ კი ვალენსიური კლუბის სინგაპურელ პატრონებს წინასწარი მოლაპარაკებების მიზნით ამ დღეებში დაუკავშირდებიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
