დიდმა იტალიელმა მწვრთნელმა, გადადგომის შემდეგ კი ტელეკომენტატორმა ფაბიო კაპელომ „ნაპოლის” შესახებ ილაპარაკა.
„ნეაპოლელთა პირველ თამაშებს დიდი დაკვირვებით ვადევნებდი თვალყურს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ღიპიანი ფეხბურთელების გუნდს ვუყურებდი. მე გასული სეზონის „აძურის” აჩრდილსაც ვერ ვხედავ. არც დარბიან იმავე მონდომებით, არც საქმისადმი დამოკიდებულებაა იგივე.
რუდი გარსიას სქემებზე მეტად მე მოთამაშეების სულისკვეთებას დავაყენებდი კითხვის ქვეშ. არადა, ეს გუნდი გასულ სეზონში „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე ევროპაში აშკარად საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა”.
შემდეგ კაპელომ ცალკეულ ფეხბურთელებზე ილაპარაკა. კერძოდ, მან „ნაპოლის” ორ ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავზე, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა ყურადღება:
„თვით ოსიმენი და კვარაც კი უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ საუკეთესო მდგომარეობას. ჯერჯერობით, მათ არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რისი წყალობითაც „ნაპოლი” სხვა გუნდებს აჯობებდა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
