გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გახდება.

გერმანიის საფეხბურთო კავშირსა და 36 წლის სპეციალსტს შორის თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია და ის ეროვნულ გუნდს ევრო 2024-ის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

მოსაგვარებელი რჩება ბოლო დეტალები, რის შემდეგაც საფეხბურთო კავშირი ნაგელსმანის დანიშვნას ოფიციალურად გამოაცხადებს. გერმანელმა ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ მწვრთნელის ხელფასი თვეში 400 ათას ევრო იქნება.

ამავდროულად, გაუქმდა ნაგელსმანის კონტრაქტი „ბაიერნთან“ და მწვრთნელი მიუნხენური კლუბისგან ხელფასს აღარ მიიღებს.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.