მონაკოში, 2023-24 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშები წისლიყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა.
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ოთხი ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობს. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი (ორივე “შახტარი“), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“).
იტალიის ჩემპიონი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები მადრიდის „რეალი“, პორტუაგლის „ბრაგა“ და ბერლინის „უნიონი“ იქნებიან.
გოჩოლეიშცილისა და აზაროვის შახტარს H ჯგუფში „ბარსელონასთან“, „პორტუსთან“ და „ანტვერპენთან“ მოუწევს დაპირისპირება, ხოლო დავთ ხოჭოლავას კოპენჰაგენი A ჯგუფში „ბაიერნთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „გალათასარაისთან“ ითმაშებს.
წილისყრის შედეგები კი ასეთია:
A ჯგუფი
ბაიერნი (გერმანია)
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
კოპენჰაგენი (დანია)
გალათასარაი (თურქეთი)
B ჯგუფი
სევილია (ესპანეთი)
არსენალი (ინგლისი)
პსვ (ნიდერლანდები)
ლანსი (საფრანგეთი)
C ჯგუფი
ნაპოლი (იტალია)
რეალი (ესპანეთი)
ბრაგა (პორტუგალია)
უნიონი (გერმანია)
D ჯგუფი
ბენფიკა (პორტუგალია)
ინტერი (იტალია)
ზალცბურგი (ავსტრია)
სისიედადი (ესპანეთი)
E ჯგუფი
ფეიენოორდი (ნიდერლანდები)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ლაციო (იტალია)
სელტიკი (შოტლანდია)
F ჯგუფი
პსჟ (საფრანგეთი)
დორტუნდი (გერმანია)
მილანი (იტალია)
ნიუკასლი (ინგლისი)
G ჯგუფი
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ლაიპციგი (გერმანია)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
იანგ ბოიზი (შვეიცარია)
H ჯგუფი
ბარსელონა (ესპანეთი)
პორტუ (პორტუგალია)
შახტარი (უკრაინა)
ანტვერპენი (ბელგია)
სათამაშო დღეები:
I ტური – 19-20 სექტემბერი
II ტური – 3-4 ოქტომბერი
III ტური – 24-25 ოქტომბერი
IV ტური – 7-8 ნოემბერი
V ტური 28-29 ნოემბერი
VI ტური 12-13 დეკემბერი