აბუაშვილი პორტუდან პეტროლულში…

Home კატეგორიის გარეშე აბუაშვილი პორტუდან პეტროლულში…
აბუაშვილი პორტუდან პეტროლულში…

გიორგი აბუაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატიდან რუმინეთის სუპერლიგაში გადაინაცვლა, ქართველი ლეგიონერი „პორტუდან“ პლოეშტის „პეტროლულში“ გადავიდა – ინფორმაციას რუმინული კლუბის პრესსამსახური ოფიციალურად ადასტურებს.

„ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გიორგი აბუაშვილის ტრანსფერზე „პეტროლულმა“ „პორტუსთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.

20 წლის ასაკში აბუაშვილმა სადებიუტო სეზონი „დინამო თბილისში“ ჩაატარა, სადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა. მოგვიანებით კი „პორტუში“ ჩაირიცხა. ის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში რეგულარულად თამაშობს! გისურვებთ წარმატებებს და ბევრ ტიტულს ჩვენს გუნდში!“ – წერია „პეტროლულის“ვებ გვერდზე.

1924 წელს დაარსებული „პეტროლული“ ოთხჯერ გახდა ჩემპიონის ჩემპიონი, სამჯერ – რუმინეთის თასის, ორჯერ კი რუმინეთის სუპერთასის გამარჯვებული.

მიმდინარე სეზონში რუმინეთის სუპერლიგაში „პეტროლული“ 7 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...