ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ” ფროზინონეში „ნაპოლის” 3:1 გამარჯვების შემდეგ გამოაქვეყნა წერილი, სადაც რუდი გასიასა და ლუჩანო სპალეტის გუნდებს შორის შემჩნეული ხუთი განსხვავების შესახებ ილაპარაკა. შეიძლება ერთი ტურის შემდეგ დაბეჯითებით მსჯელობა ჯერ ადრეა, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტების თვალით დანახული იტალიის ჩემპიონის ახალი სახე მაინც საინტერესოა.
გარსიას 4-3-3 უფრო პოზიციური იყო. ეს შეიძლება შემადგენლობაში, ყველა რგოლში არსებულმა ცვლილებებმა განაპირობა. გუნდი ბურთის ფლობაზე ნაკლებ აქცენტს აკეთებდა. ადვილი შესამჩნევი იყო, რომ „ნაპოლი” ცდილობდა ბურთი ხანგრძლივი გათამაშების გარეშე, ნახევარდაცვის გამოტოვებით პირდაპირ ოსიმენთან მიეტანა და მისი სიმძლავრით ესარგებლა. კომბინაციებში ნაკლებ მონაწილეობას იღებდა ლობოტკაც. მეტოქეები სლოვაკის მეურვეობას ცდილობდნენ, მაგრამ არც თავისი გუნდი ტვირთავდ მაინცა და მაინც. „ნაპოლის” ერჩივნა სიმძიმის ცენტრი პირდაპირ ოსიმენზე გადასულიყო. პერიოდულად რაჰმანი იწყებდა შეტევებს. კომბინაცია, რომლითაც „ნაპოლიმ” ანგარიში გაათანაბრა სწორედ მან დაიწყო, მაგრამ რაჰმანი კიმს აშკარად ჩამოუვარდება.- „აძურის” დაცვა უფრო შემჭიდროვებულად იდგა. განაპირა მცველები დი ლორენცო და ოლივერა ფლანგებს ტოვებდნენ და ცენტრალურ მცველებთან ახლოს მიდიოდნენ, რათა საჯარიმოში მეკარე მერეტი დაეზღვიათ.
- პიოტრ ჟელინსკის ჩართვები მასპინძლებს გაცილებით ხშირად უქმნიდა სირთულეებს. ანგარიში კი პოლიტანომ საჯარიმოს გარედან დარტყმით გაქვითა. საერთოდ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ გარსიას „ნაპოლი” ადრინდელისგან უპირველეს ყოვლისა ფლანგის ფეხბურთელების თამაშით განსხვავდებოდა.
- ნეაპოლელთა ფლანგის მოთამაშეები შუაში შედიოდნენ და გოლის გატანას ცენტრალური პოზიციებიდან ცდილობდნენ. ის, რომ პოლიტანომ გოლი შუიდან დარტყმით გაიტანა, შემთხვევითობა არ ყოფილა. ცენტრიდან გაიტანა რასპადორიმაც, მაგრამ მისი გოლი VAR-მა არ ჩათვალა.
- ორი თავდამსხმელი, განსაკუთრებით მარჯვენაფლანგელი პოლიტანო, თამაშის ვექტორს განაპირობებდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
