ხვალ სერია A-ში „ფროზინონე” „ნაპოლის” მასპინძლობს. დღეს რუდი გარსიამ ფეხბურთელები დილის ვარჯიშზე გაიყვანა. გახურების შემდეგ გუნდი ორად გაიყო და პატარა ზომის მოედანზე იბურთავა. ვარჯიში ტაქტიკურ საკითხებს დაეთმო.
ჯანლუკა გაეტანო დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ქართველმა გარემარბმა თავიდან გუნდთან ერთად იმუშავა, შემდეგ კი, როგორც „ნაპოლის” ოფიციალურ განცხადებაში წერია, გადაძაბვის გამო ინდივიდუალურ ვარჯიშზე გადაერთო და ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.