პრო დ2-ის კვალდაკვალ, მეორე დღესვე, 18 აგვისტოს ტოპ 14-იც იწყება – ევროპაში უძლიერესი შიდა ჩემპიონატი. საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგა 14 კლუბისგან შედგება და 13 მათგანში, როგორც ყოველთვის, მინიმუმ ერთი ქართველი მორაგბე მაინც ირიცხება. ის ერთადერთი, ქართველების „უარმყოფელი“ გახლავთ „ტულუზი“ – საფრანგეთის ჩემპიონი. ამ კლუბში, ვასილ კაკოვინის წასვლის შემდეგ არცერთ ჩვენებურს არ უთამაშია…
ამასობაში, ვიდრე ახალი რეგულარული დაიწყება, ცნობილი გახდა, რომ ტოპ 14-ი ს 13 კლუბის განაცხადში 38 ქართველია – ეს არნახულად მაღალი რიცხვია. თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო მათი საუკეთესო ნაწილი ტურნირში ოდნავ მოგვიანებით ჩაერთვება – მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ. დღეს კი, ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელბით ტოპ 14-ში მოასპარეზე მორაგბეთა შემდეგი ჯგუფი ემზადება:
გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), გელა აფრასიძე (ბაიონი), დავით ნინიაშვილი, ლუკა ხორბალაძე (ორივე – ლიონი).
მთელი თანავარსკვლავედია, ხომ ასეა? სეზონი კი „ბაიონისა“ და „ხსენებული „ტულუზის“ შეხვედრით დაიწყება.
ქვემოთ – ტოპ 14-ის კლუბთა განაცხადებში მყოფ ქართველთა სრული ჩამონათვალი:
ბაიონი (5): ბადრი ციხისთავი, კონსტანტინე მიქაუტაძე, ლაშა ციხისთავი, ნიკა ლომიძე, გელა აფრასიძე.
ბორდო (1): ლექსო ყაულაშვილი.
კასტრი (1): ლევან ჩილაჩავა.
კლერმონი (5): გიორგი ძმანაშვილი, გიგა თუთისანი, ლევან ეზიეშვილი, გიორგი გერგედავა, დავით ხუროშვილი.
ლა როშელი (2): ალექსანდრე ქუნთელია, ნიკა სუთიძე.
ლიონი (3): ბექა საღინაძე, დავით ნინიაშვილი, ლუკა ხორბალაძე.
მონპელიე (4): ლუკა ჯაფარიძე, ლაშა მაჭარაშვილი, ლუკა კოტორაშვილი, ვანო კარკაძე.
ოიონაქსი (2): ირაკლი მირცხულავა, დავით არველაძე.
პერპინიანი (5): გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ჯინჭარაძე, ნოდარ შენგელია, მერაბ მაჭარაშვილი, ლუკა კობაური.
პო (2): გურამ პაპიძე, ბექა გორგაძე.
რასინგ-92 (2): გურამ გოგიჩაშვილი, გია ხარაიშვილი.
სტად ფრანსე (4): ვასილ კაკოვინი, გიორგი მელიქიძე, სერგო აბრამიშვილი, გიორგი ცუცქირიძე.
ტულონი (2): ბექა გიგაშვილი, დავით მჭედლიძე.