„ნაპოლი” „ბაიერნში” გადასული კიმ მინ-ჯაეს შემცვლელის აყვანასთან ახლოს არისო, ირწმუნება იტალიური პრესა. ლაპარაკია ბრაზილიელ ნატან ბერნარდო დე სოუზაზე, რომელიც სან პაულუს კლუბ „რედ ბულ ბრაგანტინოში” თამაშობს.
იტალიის ჩემპიონი 22 წლის მცველის სანაცვლოდ მაქსიმუმ 10 მილიონ ევროს გადაიხდის. კლუბებს შორის მოლაპარაკებები სწრაფად მიმდინარეობს და spazionapoli-ს მტკიცებით, მხარეებმა სადაც არის ხელი ხელს უნდა დაჰკრან. „ნაპოლის” ამოცანაა ბრაზილიელი რაც შეიძლება მალე ჩაიყვანოს იტალიაში, რათა ის გუნდს შეერწყას. ნატანი სამედიცინო შემაოწმებას სავარაუდოდ კვირას გაივლის და კასტელ დი სანგროში ვარჯიშსაც შეუდგება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
