მოურინიუმ შეფებს ჯგუფური ფოტოდან შეუტია

Home კატეგორიის გარეშე მოურინიუმ შეფებს ჯგუფური ფოტოდან შეუტია
მოურინიუმ შეფებს ჯგუფური ფოტოდან შეუტია

 „რომა” პორტუგალიის წარმტაცი რეგიონის ალგარვეს საწვრთნელ ბაზას ჯგუფური სურათით გამოემშვიდობა. ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ტექნიკურმა პერსონალმა ფოტო გუნდის თავკაცის ჟოზე მოურინიუს ინიციატივით გადაიღეს. საყოველთაო აზრით, ამ ფოტოთი „განსაკუთრებულს” კლუბის ხელმძღვანელობისთვის უნდოდა შეეხსენებინა, რომ თავდამსხმელი სჭირდება და მათგან მის ყიდვას დიდი ხანია ელის.

ფოტოს იდეა იმაშია, რომ მოურინიუს მარჯვნივ დატოვებულია ადგილი გუნდის წარმოსახვითი წევრისთვის, რომელსაც მცველი ჯანლუკა მანჩინი ვითომ ხელსაც კი ართმევს. იგულისხმება, რომ იქ უნდა იდგეს თავდამსხმელი, სავარაუდოდ კი 30 წლის ესპანელის ალვარო მორატა, რომლის შეძენაც მოუს დიდი ხანია უნდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.