ქართველი უიმბლდონის მეოთხედფინალში

Home კატეგორიის გარეშე ქართველი უიმბლდონის მეოთხედფინალში
ქართველი უიმბლდონის მეოთხედფინალში

ოქსანა კალაშნიკოვამ მიმდინარე „უიმბლდონზე“ კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ჩვენებური, ბელარუს ირინა შიმანოვიჩთან ერთად მეოთხედფინალში გავიდა.

წყვილმა მერვედფინალში ბრაზილიელ ინგრიდ გამარა მარტინშსა და ასევე ბელარუს ლიდია მაროზავას დუეტს 6:4, 7:6 მოუგო. პირველ სეტში კალაშნიკოვა-შიმანოვიჩმა მეცხრე გეიმი წაართვეს მეტოქეს, ხოლო მეორეში ტაი ბრეიკზე იმარჯვეს. თუმცა, ორი მატჩ-პოინტიც გაანიავეს.

გეტყვით იმასაც, რომ მანამდე ქართულ-ბელარუსულმა წყვილმა ჯერ იაპონელები აოიამა და შიბაჰარა 6:2, 6:4 დაამარცხა, შემდეგ კი ნორვეგიელი ეიკერისა და რუსი პანოვას დუეტი – 6:0, 6:4.

მეოთხედფინალში კალაშნიკოვასა და შიმანოვიჩის მეტოქეები ამერიკელი კეროლინ დოლეჰაიდი და ჩინელი შუაი ჟანგი იქნებიან. მატჩი 11 ივლისს გაიმართება.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...