მადრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე თავდამსხმელ ხოსელუს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა, რომელიც გასულ სეზონში პრიმერადან აწგავარდნილ „ესპანიოლში“ თამაშობდა.
ხოსელუ მადრიდის „რეალში“ იჯარით გადავიდა. მადრიდულ კლუბს 33 წლის თავდამსხმელის შეძენის შესაძლებლობა მომავალი სეზონის ბოლოს ექნება.
იგი ადრე „რეალის“ სისტემაში ირჯებოდა, სამეფო კლუბის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.
ხოსელუს ოფიციალური პრეზენტაცია 20 ივნისს, „რეალის“ საშინაო სტადიონზე გაიმართება. ამის შემდეგ თავდამსხმელი მედიასთან ისაუბრებს.
ხოსელუმ გასულ სეზონში ესპანიოლის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 38 მატჩში 17 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თავდამსხმელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
