
ჯულია რობერტსი ჰოლივუდის პირველი ქალი ვარსკვლავია, რომლის სახელიც ტიტრებში ფილმის სახელწოდებამდე დაწერეს: „ჯული რობერტსი ფილმში…” მაგრამ ამჯერად ის სულ სხვა მიზეზით უნდა ვახსენოთ. რობერტსმა „მანჩესტერ სიტისა” და პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა.
რა კავშირშია მსოფლიო კინოს ლეგენდა კატალონიელ მწვრთნელთან? ეს ღიმილისმომგვრელი ისტორიაა: 2016 წელს როდესაც ჯულია რობერტსი მანჩესტერში ჩავიდა, ის „ეტიჰედზე” კი არ მივიდა, არამედ „ოლდ ტრეფორდს” ესტუმრა. ეს კი მოგეხსენებათ „სიტის” მთავარი „მტრის” „მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონია.
მარტში, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” „ლაიპციგს” 7:0 მოუგო, ჩინებულ გუნებაზე მყოფმა გვარდიოლამ პრეს-კონფერენციაზე გაილაღა და თქვა: „მე ჩემპიონთა ლიგაში ხელმოცარული კაცი ვარ. თასი სამჯერაც რომ მოვიგო, ამით ვერაფერს გამოვასწორებ. წარმოიდგინეთ, სამი კერპი მყავს — მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი და ჯულია რობერტსი — და როდესაც ერთი მათგანი, ჯულია რობერტსი, მანჩესტერში ჩამოვიდა, „იუნაიტედს” ესტუმრა. არადა, ეს 90-იან წლებში კი არ მოხდა, როდესაც სერ ალექსი ტიტულს ტიტულზე იგებდა, არამედ ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენ ვჯობივართ „იუნაიტედს”. ამ იმედგაცრუებას ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაც კი ვერ გამოასწორებს”.
და აი, მეგავარსკვლავმა „ინტერის” 1:0 დამარცხების შემდეგ „სიტის” მისალოცი არ დაუგვიანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
