NBA-ს სუპერფინალში „დენვერ ნაგითსი“ პირველად გავიდა და ნანატრ ჩემპიონობას ერთი მოგება აშორებს. კოლორადოელებმა „მაიამის“ სტუმრად მეორე მატჩშიც აჯობეს და ფინალურ სერიაში უკვე 3:1-ს იგებს.
მაიამელებმა მხოლოდ ნახევარი ტაიმი გაუძლეს მეტოქეს, მესამე მეოთხედიდან უპირატესობა სტუმრების მხარეს გადავიდა, მეტოქეს 13 ქულით გაექცნენ და მატჩის ბოლოსაც ასეთი სხვაობა დააფიქსირეს – 108:95.
სტუმრებს 27 ქულით აარონ გორდონმა ულიდერა, ნიკოლა იოკიჩმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა – 23 ქულა, 12 მოხსნა. ჯამალ მარი კი გახდა პირველი კალათბურთელი, ვინაც NBA-ს ფინალების ისტორიაში ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო 10 და მეტი პასის გაკეთება.
„დენვერი“ – „მაიამის“ მორიგი ჯახი 13 ივნისს არის ჩანიშნული. სტატისტიკის მიხედვით, NBA-ს ფინალებში მხოლოდ ერთმა კლუბმა შეძლო სერიაში ასეთი ჩამორჩენის შეტრიალება. „კლივლენდ კავალიერსმა“ და ლებრონ ჯეიმსმა 2016 წელს „გოლდენ სტეიტს“ 1:3-დან აჯობეს და ჩემპიონები გახდნენ.